იტალიური “მილანის” აწ უკვე ყოფილი მცველი ადილ რამი სათამაშოდ ესპანეთის პრიმერა დივიზონში დაბრუნდა. 29 წლის ფეხბურთელი კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა. “სევილიელი დალაქები” იტალიელებს 3.5 მილიონ ევროს გადაურიცხავენ, ხოლო თავად ფეხბურთელი “სანჩეს პისხუანიზე” 4 სეზონი დარჩება. რამი სევილიაში 6 ივლისს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ადილ რამი “მილანში” “ვალენსიადან” 2014 წლის ზამთარში გადავიდა. მას შემდგომ რამიმ სერია A-ში ჯამში 39 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.