როგორც Daily Telegraph-ი იუწყება, “სევილია” 26 წლის სტივენ ნზონზით დაინტერესდა. ტრანსფერის თაობაზე ესპანურმა მხარემ მიმართა ინგლისურ კლუბს, თუმცა შეთავაზებულ პირობას “სტოკი” არ დათანხმდა. უნაი ემერის გუნდი ნზონზის ტრანსფერში 3 მილიონი სტერლინგის გადახდას აპირებდა.
წარმოშობით კონგოელი მოთამაშე ფრანგული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში “ამიენის” მაისურით შედგა. 2009-2012 წლებში “ბლექბერნში” ითამაშა, 2012 წლიდან კი “სტოკის” წევრია.
ფეხბურთელმა გასული სეზონის პრემიერლიგის ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა. მან 38 მატჩში 2 გოლი გაიტანა.