“ბირმინგემის” ტურნირის 1/16-ფინალში მსოფლიო რეიტინგის მეცხრამეტე ნომერმა, გერმანელმა საბინ ლისიცკიმ შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი 6:1 7:6 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მსოფლიო ჩოგბურთის ყურადღება ლისიცკის ჩაწოდებამ მიიპყრო. გერმანელმა შვეიცარიელთან მატჩში პირველ სეტში 16 ეისი ჩააწოდა, ხოლო მეორეში - 11. სულ ჯამში საბინს 27 ეისი დაუგროვდა, რაც ჭთA-სთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
მატჩისშემდგომ ლისიცკიმ მცირე კომენტარი გააკეთა: “სასიამოვნოა, როცა ახალ რეკორდს ამყარებ. ეისი კარგი იარაღია, როცა ბალახი საფარზე თამაშობ”.
აქამდე ქალთა ჩოგბურთში ერთ მატჩში ყველაზე მეტი 24-24 ეისი სერენა უილიამსს და ესტონელ კაია კანეპის ჰქონდათ ჩაწოდებული. ესტონელმა 24 ეისი მოწოდება 2008 წელს “ტოკიოს” ტურნირის პირველ რაუნდში ლუსი საფაროვასთან მატჩში მოახერხა, ხოლო სერენამ - 2012 წელს უიმბლდონის ნახევარფინალში ვიქტორია აზარენკასთან ჩააწოდა.
ლისიცკის რეკორდს, სახალისო პოსტით, ფრანგი ჩოგბურთელი ალიზ კორნე თავის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა: “შეგიძლია შენი ჩაწოდება მასესხო ერთი მატჩისთვის? ჰა ჰა”.
ლისიცკის 27-ვე ეისი: