როგორც Metro იუწყება, ლონდონის “არსენალი” 20 წლის იტალიელი დანიელ რუგანის შეძენას ცდილობს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 13 მილიონი სტერლინგი სახელდება.
ამპლუით ცენტრალურმა მცველმა, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაშია, გასული სეზონი “ემპოლის” შემადგენლობაში განათხოვრების წესით გაატარა.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ტურინიული კლუბი მზადაა “არსენალთან” მოლაპარაკებების საწარმოებლად.
დანიელე რუგანის იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ამჟამად კი ახალგაზრდული გუნდის წევრია.