ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი “მანჩესტერ იუნატედი” ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდის ჰარი კეინის შეძენას ცდილობს. გამოცემა “დეილი ექსპრესის” ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” “დეზებს” 21 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო შესთავაზეს. “მანკუნიანელებს” კეინი რადამელ ფალკაოს, რომლის გამოსყიდვასაც “მონაკოდან” არ აპირებენ და რობინ ვან პერსის შემცვლელად ესახებათ, ვინც დიდი ალბათობით, გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიცვლის.
კეინმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა.