ჩოგბურთი

14:02 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიმისტარიშვილის მორიგი ტიტული

ქართველი ჩოგბურთელი ცოტნე ძიმისტარიშვილი 12 წლის 3 ივლისს ხდება, თუმცა, ამ ასაკის მოთამაშეთა ტურნირებში კარგა ხანია ასპარეზობს და დიდ წარმატებებსაც აღწევს. გასულ თვეებში ცოტნემ აზერბაიჯანში და ესტონეთში გამართული შეჯიბრებები მოიგო, ამჯერად კი, პირველობა ესტონეთშივე, ტალინის ტურნირზე იზეიმა.

ძიმისტარიშვილმა “ესტონიან ოუფენზე” 5 მატჩი მოიგო და მთავარი პრიზი ისე დაისაკუთრა, სეტიც კი არ წაუგია. ქართველმა ჩოგბურთელმა საჩემპიონო გზაზე სომეხი მარტიროსიანი (6:0, 6:1), ესტონელები იაკობი (6:0, 6:0) და ნურმე (6:3, 6:0) და კვიპროსელი კოშისი (6:1, 6:4) დაამარცხა, ფინალში კი კიდევ ერთ მასპინძელ ლაიალს 7:6 (7:4), 6:3 სძლია.

ცოტნე ტიტულთან ახლოს იყო წყვილთა შეჯიბრშიც, სადაც ესტონელ კრისტიანსონთან ერთად ირჯებოდა. მათ 2 რაუნდი დასძლიეს, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონებთან – მურანდთან და ნურმესთან (ორივე – ესტონეთი) 6:4, 4:6, 8:10 წააგეს.

0.111887