ფეხბურთი

13:49 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ფელიპე ანდერსონში 40 მილიონს იხდის

“ლაციოს” ნახევარმცველმა ფელიპე ანდერსონმა შესაძლოა კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძოს. ინფორმაციას Daily Star ავრცელებს. “მანჩესტერი” მზადაა, 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ანდერსონმა 2014-15 წლების სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 2010-2013 წლებში ბრაზილიის “სანტოსის” ღირსებას იცავდა.

0.11208