ჩოგბურთი

1:04 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ორი ტიტულისთვის იბრძვის

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებულად თამაშობს ეკატერინე გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულებში მეოთხედფინალში გააღწია, წყვილებში კი უკვე მეოთხედფინალშია.

ერთეულებში გორგოძემ მე-7 ნომრად განთესილ ხორვატ იანა ფეტს 6:3, 6:4 სძლია და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სერბ დოროტეია ერიჩს გაეჯიბრება.

წყვილებში გორგოძემ და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა, რომელთაც პირველი განთესვა გააჩნიათ, მე-3 რეიტინგის მქონე ჩეხები – კუნჩიკოვა და სტუჩლა 6:1, 4:6, 10:6 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ჩეხებს – კრეიშოვას და ვანკოვას ეთამაშებიან.

0.11586