როგორც Daily Mirror-ი იუწყება, “ევერტონი” “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველ ჯონი ევანსით დაინტერესდა. 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული ჩრდილოირლანდიელისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელი გამოვიდა. ევანსმა ტრავმის გამო ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას კრის სმოლინგთან, ფილ ჯონსთან და მარკოს როხოსთან უხდებოდა კონკურენცია.
ჯონი ევანსი “მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. იჯარის წესით ბელგიურ “ანტვერპენსა” და “სანდერლენდში” უთამაშია, კარიერის დიდი ნაწილი კი “წითელი ეშმაკების” მაისურით აქვს გატარებული.
ევანსი 2006 წლიდან ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრების წევრია.