ფეხბურთი

18:47 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის განვლილი ტურის ანტიგმირებში

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია ინტერნეტპორტალმა sport.business-gazeta.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის ერთ-ერთ ანტიგმირად დაასახელა. განვლილ ტურში “რუბინი” მოსკოვში ადგილობრივ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და 0:3 წააგო.

“მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა საიმედო მცველმა “ლოკომოტივის” სტადიონზე მინიმუმ ამ სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. პირველი გოლის შემთხვევაში კვირკველიამ ერთ-ერთზე რომან პავლიუჩენკოს მოტყუების საშუალება მისცა და ასევე, პენალტი “გამოიმუშავა”, როცა უმარ ნიასეს ოპონენტი აღმოჩნდა. ბოლო თვეში არცთუ ტკბილი ცხოვრება მხოლოდ “სპარტაკის” ქართველებს არ ჰქონიათ”, - იუწყება sport.business-gazeta.ru ქართველი მცველის შესახებ.

0.112671