ფეხბურთი

21:19 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუენი ევროპულ გრანდებს სურთ

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუენი შესაძლოა ერთ-ერთმა ევროპულმა გრანდმა შეიძინოს. ბელგიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტის,” “მანჩესტერ იუნაიტედს,” მიუნხენის “ბაიერნსა” და პსჟ-ს უკავშირებენ.

“ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ამ დროისთვის კლუბში ვრჩები, თუმცა შესაძლოა ზაფხულში დავტოვო კლუბი. შემოთავაზებული წინადადებების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც მე, ასევე კლუბი”, - განაცხადა დე ბრუენმა.

23 წლის ნახევარმცველი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მან ბუნდესლიგის 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ევროპა ლიგის 11 მატჩში კი მის ანგარიშზე 5 გოლია.

0.11953