კალათბურთი

14:20 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოკლაჰომელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ოკლაჰომა სიტი სანდერის” მთავარ მწვრთნელად ბილი დონოვანი დაინიშნა. 49 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე სკოტ ბრუკსი შეცვალა და კლუბის ისტორიაში მე-3 დამრიგებელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბრუკსი 22 აპრილს მას შემდეგ დაითხოვეს, რაც “სანდერმა” პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა.

დონოვანი 19 წლის განმავლობაში ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდს წვრთნიდა და ის სტუდენტური ლიგის ჩემპიონობამდე 2-ჯერ მიიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ახალ მწვრთნელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

0.114554