ფეხბურთი

14:17 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” ვიტოლოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“სევილიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ვიტოლომ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და “რამონ სანჩეს პისხუანზე” 2019 წლის ივლისამდე დარჩება. ახალი ხელშეკრულების მიხედვით ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა.

ესპანელის სანაცვლოდ ანდალუსიურმა კლუბმა 2013 წლის ზაფხულში “ლას პალმასს” 3.2 მილიონ ევრო გადაუხადა, მას შემდეგ კი ვიტოლოს სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

“სევილიაში” გადასვლის შემდეგ ფეხბურთელი 45 მატჩში 8-8 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მიმდინარე სეზონში კი ვიტოლომ შედეგი გააუმჯობესა - 37 მატჩში მეტოქე 9-ჯერ დაამწუხრა, ხოლო თანაგუნდელებს 10-ჯერ გაატანინა.

ვისენტე დელ ბოსკემ “სევილიას” მოთამაშე მიმდინარე წლის მარტის სანაკრებო მატჩების დროს გამოიძახა. უკრაინასთან შეხვედრაში ვიტოლო სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა, დებიუტი კი ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა, “ფურია როხას” თავკაცმა 25 წლის ფეხბურთელს 44 წუთი დაუთმო.

0.114639