ინგლისური მედიის მტკიცებით, “მანჩესტერ იუნაიტედში” იჯარით მოთამაშე რადამელ ფალკაომ, შესაძლოა, ასპარეზობა “ოლდ ტრაფორდზე” გააგრძელოს, თუ იგი სათადაროგოთა სკამზე ჯდომის წინააღმდეგი არ იქნება.
კოლუმბიელი გასული წლის ზაფხულში “მონაკოდან” ინგლისურ გრანდში ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ჯერჯერობით პრემიერლიგის 22 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ლიგა 1-ის კლუბს კი სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ დიდი თანხა სურს.
სეზონის ბოლოს მანჩესტერელები გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა თავდამსხმელი ინგლისში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მიდინარე სეზონში 10 მილიონით დაეცა და ამჯამად მისი გადაბირება 45 მილიონ ევროს სანაცვლოდაა შესაძლებელი.