ფეხბურთი

20:03 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუანფრანის უარი “არსენალს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი ხუანფრანი კლუბის დატოვებას არ აპირებს. მას ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა ორჯერ დაუკავშირდა, ორივე შემთხვევაში ესპანელმა ინგლისურ კლუბს უარით უპასუხა. ამ თემაზე 30 წლის მოთამაშე ღადიო Marca-ს ესაუბრა.

“კარგად ვიცი, სადაც ვარ. “ატლეტიკო” გუნდში დარჩენის სტიმულს მაძლევს. ამიტომაც ორჯერ უარი ვუთხარი “არსენალს”. როგორც ვფიქრობდი, ისე მოვიქეცი”, - აღნიშნა 2012 წლის ევროპის ჩემპიონმა.

2011 წლიდან ხუანფრანი “ატლეტიკოს” ფეხბურთელია. მას ასევე უთამაშია მადრიდის “რეალის,” “ესპანიოლისა” და “ოსასუნას” შემადგენლობაში.

ხუანფრანმა მიმდინარე სეზონის პრიმერა დივიზიონში 27 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თეგებიხუან ფრანი
0.112639