მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, მისი სურვილია იკერ კასილასი “სამეფო კლუბში” მომავალ სეზონშიც დარჩეს. 55 წლის იტალიელმა ვეტერანი მეკარის შესახებ “მარკასთან” ისაუბრა.
“იკერს დაცვა არ სჭირდება. მას სურს კლუბში დარჩენა და ამას სავსებით იმსახურებს”, - მოკლედ შემოიფარგლა ანჩელოტი.
იკერ კასილასი ესპანური გრანდის სკოლის აღზრდილია და პროფესიული კარიერის განმავლობაში მხოლოდ “რეალში” უთამაშია. 1999 წლიდან მადრიდული კლუბის ძირითადი გუნდის წევრია და მისი მაისურით ხუთასზე მეტ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მიმდინარე სეზონში იკერ კასილასმა პრიმერა დივიზიონის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6 მატჩი ჩაატარა.