ჰოლანდიის ერედივიზიონის 29-ე ტურში, “უტრეხტისა” და “აიაქსის” მატჩის დროს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრის 25-ე წუთზე მასპინძელთა ფრანგმა თავდამსხმელმა ედუარდ დუპლანმა ტრავმა მიიღო. მანამ, სანამ მას მოედნის მიღმა გუნდის ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, უტრეხტელთა მთავარმა მწვრთნელმა იგი ავსტრალიელი ტომი ოარით შეცვალა. სწორედ აქ მოხდა გასაკვირი რამ... (VIDEO)
დუპლანი მოედანზე დაბრუნდა და თამაში განაგრძო, თუმცა ეს ფაქტი მხედველობიდან შეხვედრის მთავარ მსაჯსაც და “აიაქსის” ფეხბურთელებსაც გამორჩათ. საბოლოოდ, რეფერი ყველაფერში მალევე გაერკვა და დუპლანს მოედანი დაატოვებინა.
გამოსარჩევია, რომ აღნიშნული მატჩი, რომელიც ფრედ, - 1:1 დასრულდა, მასპინძელთა გუნდმა 10 ფეხბურთელით დაამთავრა.