ფეხბურთი

23:31 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" დორტმუნდშიც "ბაიერნია"

"ბაიერნმა" წინა ტურში "გლადბახთან" წააგო, მეორე მარცხის უფლება კი თავს არ მისცა და გასვლაზე 1:0 სძლია "დორტმუნდს". ტურის მატჩში ერთადერთი გოლი ექს-დორტმუნდელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა თავური დარტყმით. მთლიანობაში, მიუნხენელებს უპირატესობა კი ჰქონდათ, მაგრამ ისეთი ვერა, როგორც ჩვეულნი არიან ბუნდესლიგაში.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა შედარებით პრაგმატული თამაში არჩია, "დორტმუნდს" კი შანსები ჰქონდა: მარკო როისმა ოდნავ ააცილა, ბოლო წუთებზე კი როისის მშვენივრად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, მანუელ ნოიერმა ცალი ხელით ზედ კარის ხაზთან გააშეშა ბურთი. კიდევ, მსაჯს შეეძლო პენალტი დაედო ბოლო წუთებზე, როცა ჩაბი ალონსომ ფეხზე დააბიჯა პიერ-ემერიკ ობამეიანგს და წააქცია.

"ბაიერნს" ბევრი წამყვანი ფეხბურთლი აკლდა, კარგი ამბავი კი ისაა, რომ ტიაგო ალკანტარა დაუბრუნდა. 23 წლის ნახევარმცველმა საკმაოდ კარგადაც ითამაშა.

მეორე ადგილი თითქმის გაინაღდა "ვოლფსბურგმა", რომელმაც შინ 3:1 აჯობა "შტუტგარტს" და ამ სამიდან ორი გოლი შვეიცარიელმა მარცხენაფლანგელმა რიკარდო როდრიგესმა გაიტანა. ანდრე შიურლეს კი, როგორც წესი, სკამიდან შესულს ხშირად გააქვს გოლი. ამჯერადაც ასე მოხდა. ძლიერ სეზონს ატარებს "ვოლფსბურგი".

"ლევერკუზენმა" მიწასთან გაასწორა "ჰამბურგი" და 4:0 კიდევ ლოიალური ანგარიშია... შტეფან კისლინგმა ამჯერად გაილაღა და დუბლი მიითვალა, მას გონსალო კასტრომაც მიჰბაძა.

"ჰამბურგი" და "შტუტგარტი" – ეს ორი დიდი ტრადიციის კლუბი ცეცხლს ეთამაშება, მეორე ბუნდესლიგამდე არცთუ შორი გზა დარჩათ.

შთამბეჭდავი იყო ლუსიენ ფავრის "გლადბახის" 4:1 გამარჯვება სტუმრად, თანაც მეტოქე "ჰოფენჰაიმი" იყო. მეტიც, გლადბახელები აგებდნენ, მაგრამ პირველივე ტაიმში, ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაუტანეს მასპინძლებს. მაქს კრუზე, პატრიკ ჰერმანი, რაფაელი, კრიშტოფ კრამერი – მათ ცუდ დღეში ჩააგდეს მასპინძლები.

სხვა მატჩებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით "ფრაიბურგის" მეკარე ბიურკის მორიგ ბრწყინვალე თამაშს. "ფრაიმ" 1:0 სძლია "კიოლნს" და მნიშვნელოვანი სამი ქულაც ჩაიწერა.

ლევერკუზენი-ჰამბურგი 4:0 (2:0)

ლევერკუზენი: ლენო, იედვაი (დონატი 66), პაპადოპულოსი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი (ჩალჰანოღლუ 83), ლარს ბენდერი, როლფესი, ბრანდტი, კასტრო, კისლინგი (დრმიჩი 74)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, ჯურუ, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, ბეჰრამი, ილიჩევიჩი, ჟირაჩეკი (დიასი 60), ნიკო მიულერი (ლასოგა 67), შტიბერი (ჰოლტბი 46), ოლიჩი

მწვრთნელი: პეტერ კნიობელი

გოლები: 1:0 კასტრო (7), 2:0, 3:0 კისლინგი (44, 56), 4:0 კასტრო (63)

გაფრთხილება: ტოპრაკი (21), ვესტერმანი (25), დიკმაიერი (43), კისლინგი (50), პაპადოპულოსი (77)

მსაჯი: გრეფე

ბურთის ფლობა: 52-48, დარტყმა: 25 (9),-4 (1), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-5, ჯარიმა: 9-16

აინტრახტი-ჰანოვერი 2:2 (1:0)

აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, ოცზიპკა, სამბრანო, მადლუნგი, აიგნერი (პიაზონი 90), ჰასებე, ინუი (შტენდერა 70), კიტელი,. მაიერი, სეფეროვიჩი (ვალდესი 84)

მწვრთნელი: თომას შააფი

ჰანოვერი: ცილერი, ფელიპე, მარსელო, ჰიროკი საკაი, სალიფ სანე, შულცი, კიოტაკე (ანდრეასენი 88), პრიბი (ალბორნოსი 66), შტინდლი, ბრიანი (შლაუდრაფი 68), ია კონანი

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 1:0 მადლუნგი (27), 2:0 აიგნერი (54), 2:1 მარსელო (68), 2:2 ია კონანი (82)

გაფრთხილება: საკაი (13), ოცზიპკა (27), შტინდლი (40), კიტელი (44), ია კონანი (90+2)

მსაჯი: აითექინი

ბურთის ფლობა: 40-60, დარტყმა: 13 (7)-14 (6), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 4-5, სეივი: 4-5, ჯარიმა: 17-24

ფრაიბურგი-კიოლნი 1:0 (1:0)

ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი, კრმაში, მიტროვიჩი, რიტერი, ზორგი, ფრანტცი (ფილიპი 64), ჰოლფერი, კლაუსი (დარიდა 84), შმიდი, პეტერსენი (მეჰმედი 74)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

კიოლნი: ჰორნი, მარო, ოლკოვსკი (ჰალფარი 64), ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, პეშკო (ფინი 76), ფიოგტი, რისე, დეივერსონი (ოსაკო 55), უჯა

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გოლი: 1:0 ფრანტცი (37)

გაფრთხილება: რიტერი (70), დეივერსონი (16), პეშკო (18), შმიდი (33), კრმაში (86)

მსაჯი: დანკერტი

ბურთის ფლობა: 46-54, დარტყმა: 10 (3)-19 (6), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-2, ჯარიმა: 7-15 L

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 1:4 (1:3)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, აბრაჰამი (თოლიანი 73), ბეკი, კიმი, ამირი, ფირმინო, რუდი, შტრობლი, ციუბერი, ფოლანდი (მოდესტე 66), შიპლოკი (სალიჰოვიჩი 68)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გლადბახი: ზომერი, დომინგესი, იანჩკე, ჯონსონი, ბრაუერსი, ჰერმანი (ტრაორე 66), ვენდტი, კრამერი, ჯაკა (ნორდვაიტი 76), მაქს კრუზე, რაფაელი (თორგან აზარი 71)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 შიპლოკი (17), 1:1 კრუზე (26 პენ), 1:2 ჰერმანი (31), 1:3 რაფაელი (36), 1:4 ჰერმანი (51)

გაფრთხილება: კიმი (45), აბრაჰამი (63), ჯაკა (700, კრამერი (82), რუდი (90+1)

მსაჯი: კინჰოფერი

ბურთის ფლობა: 41-59, დარტყმა: 22 (6)-12 (7), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-5, ჯარიმა: 14-9

ვერდერი-მაინცი 0:0

ვერდერი: ვოლფი, შტენბერგი, პრიოდლი, ვესტერგარდი, აიჩიჩეკი (ოზთუნალი 83), ბარტელსი, ბარგფრედე, ფელიქს კროოსი, გაბრე სელასი, ზელკე (იუნუზოვიჩი 62), დი სანტო

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

მაინცი: კარიუსი, ბროზინსკი, ბელი, ბიუნგერტი, პარკი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლაზისი (ბენგსტონი 70), კუ (ალაგუი 85), მალი, ოკაზაკი

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გაფრთხილება: დი სანტო (15), ვერსტერგარდი (28), პრიოდლი (58), ბაუმგარტლინგერი (68), ბუნგერტი (87), ბარგფრედე (90+3)

მსაჯი: ვაინერი

ბურთის ფლობა: 48-52, დარტყმა: 15 (5)-15 (3), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 0-7, სეივი: 3-5, ჯარიმა: 23-16

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 3:1 (1:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრაში, კნოხე, ნალდო, კალიჯური (შიურლე 62), გულავოგი (პერიშიჩი 61), ლუის გუსტავო, დე ბრუინი (შეფერი 89), როდრიგესი, ვიერინია, დოსტი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, სერეი (რომეუ 57), გენტნერი, მაქსიმი (ლეიტნერი 87), კოსტიჩი, ჰარნიკი (ტიმო ვერნერი 73), გინჩეკი

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

გოლები: 1:0 როდრიგესი (41 პენ), 1:1 ჰარნიკი (44), 2:1 როდრიგესი (65), 3:1 შიურლე (77)

გაფრთხილება: სერეი (55), რომეუ (55), ლუის გუსტავო (75)

მსაჯი: გაგელმანი

ბურთის ფლობა: 60-40, დარტყმა: 23 (9)-13 (5), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-6, ჯარიმა: 14-15

დორტმუნდი-ბაიერნი 0:1 (0:1)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სოკრატისი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, სვენ ბენდერი, გიუნდოგანი (მხითარიანი 78), კამპლი (რამოსი 66), ბლაშჩიკოვსკი (კაგავა 66), როისი, ობამეიანგი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბაიერნი: ნოიერი, ბენატია, ბოატენგი, დანტე, რაფინია, ბერნატი, ალონსო, ლამი (ალკანტარა 69), შვაინშტაიგერი (როდე 57), მიულერი (გიოტცე 79), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (36)

გაფრთხილება: შვაინშტაიგერი (19), ობამეიანგი (21), შმელცერი (22), ალონსო (75), როდე (90+2)

მსაჯი: კირხერი

ბურთის ფლობა: 50-50, დარტყმა: 15 (2)-7 (2), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 5-4, სეივი: 1-2, ჯარიმა: 14-18

0.524948