ფეხბურთი

17:12 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუგანის “არსენალი” არ აინტერესებს და მხოლოდ “იუვეზე” ფიქრობს

იტალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და “ემპოლის” 20 წლის მცველი დანიელე რუგანი სამშობლოში იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი, ტურინის” იუვენტუსის” მოთამაშე გახდება. რუგანიმ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “იუვეში” დარჩენა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში სურს.

“სასიამოვნო იქნება თუ ტურინში 10 წელიწადი დავრჩები. “არსენალის” დაინტერესება? – არ მაინტერესებს. დიდი მადლობა ვენგერს, მაგრამ ჩემი მიზანი “ბიანკონერის” მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცევაა. მიმიდინარე სეზონს კი “ემპოლიში” ჩავამთავრებ და გუნდისთვის მაქსიმუმს გავიღებ”, - განაცხადა რუგანიმ.

დანიელე რუგანი იტალიის სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს და საკმაოდ მაღალ დონეზეც ირჯება. მან ქვეყნის ჩემპიონატში აქამდე გამართულ უკლებლივ ყველა, 28-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და პოზიციის მიუხედავად თავის გამოჩენა 3-ჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ იგი ანტონიო კონტეს ეროვნულ ნაკრებშიც ჰყავდა გამოძახებული.

რუგანი “იუვეს” სკოლის აღზრდილია და მისი სატრანსფერო უფლებების ნახევარი დღეისათვის სწორედ ტურინულ გრანდს ეკუთვნის.

0.112139