იტალიის საფეხბურთო მე-3 ლიგის 33-ე ტურში, “სუდტიროლმა”, რომელშიც ირაკლი შეყილაძე გამოდის, “სასარი” მიიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. “სუდტიროლს” 44 ქულა აქვს და 20 გუნდში მეთოთხმეტეა.
22 წლის შეყილაძე “სუდტიროლში” ზამთარში გადავიდა და 6 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია. მან ყველა შეხვედრა შეცვლაზე ითამაშა.