ფეხბურთი

11:12 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” სალვიოს გადაბირებას შეეცდება

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ლისაბონის “ბენფიკას” შემტევმა ედუარდო სალვიომ შესაძლოა კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს. არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.

ლივერპულელები აღნიშნული თანხის შემცირებას ელიან. როგორც ცნობილი ხდება, თავად ფეხბურთელსაც სურს “არწივებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება, რომლის მიხედვითაც გამოსასყიდი თანხა 60 მილიონზე გაცილებით ნაკლები იქნება, რაც “მერსისაიდელებს” ხელ-ფეხს გაუხსნის.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 32 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 19.5 მილიონ ევროს შეადგენს.

0.120872