ფეხბურთი

17:28 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ალაბას ყიდვას აპირებს

AS.com-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” “ბაიერნის” 22 წლის ავსტრიელი ნახევარმცველის დავიდ ალაბას გადაბირებას აპირებს. წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” აღნიშნულ ტრანსფერს ზაფხულში გეგმავს.

ალაბას “ბაიერნთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ალაბა “ბაიერნში” 2010 წლიდან ირიცხება, ავსტრიელმა გერმანული კლუბის მაისურით 104 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ნახევარმცველს ავსტრიის ნაკრებში 33 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი.

0.129215