ფეხბურთი

13:28 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “მილანის” მთავარ მწვრთნელის კანდიდატად ბროკი განიხილება

როგორც www.goal.com იუწყება, “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა კრისტიან ბროკიმ დაიკავოს. აღნიშნული წყაროს ცნობით, კლუბის ერთ-ერთი მმართველი ადრიანო გალიანი მოქმედი მთავარი მწვრთნელის ფილიპო ინძაგის მუშაობით უკმაყოფილოა, მის ჩანაცვლებას კი “მილანის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელით, კრისტიან ბროკით აპირებს.

ზემოთხსენებული ვებგვერდი ასევე გვამცნობს, რომ “მილანის” ხელმძღვანელებს გადაწყვეტილი აქვთ, შემდეგი სეზონი გუნდმა ფილიპო ინძაგის გარეშე დაიწყოს. ასე რომ, 41 წლის მწვრთნელის მოხსნა გადაწყვეტილია, თუმცა კონკრეტულად როდის შეწყდება ინძაგისა და “მილანის” საქმიანი ურთიერთობა, ჯერჯერობით უცნობია.

კრისტიან ბროკი და ფილიპო ინძაგი ფეხბურთელობისას “მილანში” თანაგუნდელები იყვნენ. გასული სეზონის ბოლოს ინძაგიმ “მილანის” სარეზერვო გუნდი დატოვა, მისი ადგილი კი ბროკიმ დაიკავა.

26 ტურის შემდეგ “მილანი” სერია A-ში 35 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

0.061861