თამაშგარე

10:09 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლოს ცოლის საფიქრალი

ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს მეუღლე, დებორა როვერსი ერთ დროს ტიტლიკანობამოყვარე ქალბატონი გახლდათ, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს და ახლა, ეს ჩვენი დებორა, გადამდგარი გენერალივით, შვილების აღზრდითა და წარსულის ლანდებთან ლაციცითაა დაკავებული.

დებორა იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარ განვლილ დღეებზე მეტად მომავალზე ილაპარაკოს. ანდრეა პირლოს მეუღლეს თურმე სურს, რომ მისი ქმარი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კვლავ ფეხბურთში დარჩეს, რადგან დებორას აზრით, პირლოს უფეხბურთოდ ძალიან გაუჭირდება.

სხვათა შორის, დებორა როვერსის სიტყვები მკვეთრად ეწინააღმდეგება საკუთრივ ანდრეას ნათქვამს, რომელმაც რამდენჯერმე სახალხოდ განაცხადა, რომ მას მეღვინეობა აქვს გადაწყვეტილი და სწორედ ამიტომაც აქვს გაშენებული ლამაზ-ლამაზი ვენახები პიემონტსა და ტოსკანაში. პირლოს საბოლოო გადაწყვეტილებას სულ მალე შევიტყობთ.

0.11843