უკრაინელი მოდელი, ანა ჩიზი, რახანია ატკბობს მოდისა და ქალთა სინარნარის მოყვარეთ და რაოდენ სასიამოვნოა, რომ ამიერიდან სწორედ ეს ასული წარმოადგენს შეჭირვებული და ათას პრობლემებში გახვეული უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს. ყოველ შემთხვევაში, თავად ანუშკა ირწმუნება, ხახოლთა მთავარი საფეხბურთო გუნდის თილისმა სწორედ მე ვარო.
ანა ჩიზი ევროპაში მეტად სახელგანთქმული ასულია და სწორედ ამიტომაც, იგი არამხოლოდ მოდელობითაა დაკავებული, ერთ-ერთ ფრანგულ სერიალშიც იღებს მონაწილეობას და რა გასაკვირია, რომ მისი როლის უმთავრესი დანიშნულება მაყურებელთა თვალთა ტკბობაა.
ანა და კიდევ უამარავი ლამაზმანი, რომლებიც უკრაინაში სახლობენ, კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშნი არიან იმისა, რომ მშვენიერ ასულთა საუფლო მხოლოდ რუსეთი სულაც არ არის და ჩვენს ”ტკბილ” მეზობლებზე არანაკლები ლამაზმანები ხახოლთა მიწაზეც დააბიჯებენ.