სამშაბათს, სანამ ლეო მესი იტანჯებოდა და ამაოდ ცდილობდა მანჩესტერული კლუბის კარის დალაშქვრას, მისი მეუღლე, ანტონელა რეკუზო ამ ამბით შესაძლებელია არც ისე გულნატკენი იყო, რადგან ქმართან სანაძლეო ჰქონდა დადებული, რომ მესი უკანასკნელ ხუთ მატჩში სამ გოლზე მეტს ვერ გაიტანს.
ამ სანაძლეოს შესახებ, მესიმ ნახევრად ხუმრობით მოუყვა ესპანელ ჟურნალისტებს და “ყვითელი” მოკალმეები აბა ასეთ საინტერესო საკბილოს როგორ გაუშვებდნენ ხელიდან? მით უმეტეს, რომ უკანასკნელ პერიოდში მესი და ანტონელა მათი პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებდნენ.
სხვათა შორის, ანტონელა რეკუზო სანამ მესის ცოლი გახდებოდა, ფეხბურთში მანამდეც საკმაოდ კარგად ერკვეოდა და კატალონიური კლუბის გარდა, სხვა გუნდების რაობაც კარგად იცოდა. ერთხელ ანტონელამ ისიც თქვა, რომ კარიერის მიწურულს მესის მადრიდის ”რეალში” ხილვას ისურვებდა მაგრამ მერე თავისი ნათქვამი გადათქვა და ჩვეულებრივ ხუმრობად გაასაღა. აბა ”ბარსელონას” ქომაგებს მტრად ხომ არ გადაიკიდებდა...