თამაშგარე

11:31 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს სიყვარულში უნგრელი მოდელიც გამოუტყდა

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი ოფიციალურად დაშორდნენ, თაყვანისმცემლები არამხოლოდ ირინას, არამედ პორტუგალიელ ფეხბურთელსაც მოუმრავლდნენ, რაც გასაკვირი ამბავი სულაც არაა. მადრიდის ”რეალის” გოლეადორი ხომ ძალიან პოპულარული მამაკაცია.

ამასწინათ, რონალდუს ტრფობაში მორიგი ლამაზმანი, უნგრელი მოდელი, ბარბარა პავლინი გამოტყდა. ბარბარამ მადრიდში გამართული ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რონალდუზე დიდი ხანია, რაც გიჟდება და მადრიდში ყოფნა მისთვის პირველ ყოვლისა ამ ბიჭთან სიახლოვის იმედს იძლევა.

ჯერჯერობით თავად კრიშტიანუ ქალებთან დაკავშირებით არ აქტიურობს. ირინასთან დაშორების შემდეგ მთელი მისი შესაძლებლობანი ფეხბურთზეა გადართული.

თუმცა, ბარბარა მართლაც ისეთი მშვენიერი გოგონაა, რომ მისთვის უარის თქმა ალბათ კაცობრიობის წინაშე დანაშაულადაც კი შეძლება შეფასდეს.

0.117303