ხორვატიის საფეხბურთო კლუბის, სპლიტის “ჰაიდუკის” ყველაზე თავგადაკლულმა გულშემატკივრებმა ამასწინათ თურმე დიდი ქეიფ-ფართი მოაწყვეს და მათი ყიჟინა ცასა სწვდებოდა. სპლიტიური კლუბის გულშემატკივრებს შორის ყოფილა, ტანკენარი ხორვატი მოდელი, მონიკა ჯაკისიჩი.
მთელი უცნაურობა ისაა, რომ მონიკას ჯაკისიჩს (რომელიც თურმე ცოტა ხნის მანძილზე ჰოლივუდის მსახიობის, ჯორჯ კლუნის ერთთვიანი საყვარელიც კი იყო) თურმე აქამდე არასოდეს უთქვამს, რომ ფეხბურთი და “ჰაიდუკი” გულზე ეკიდა და მისი მხრიდან ასე უცებ გაგულშემატკივრება, ცოტა არ იყოს უცნაური ამბავია. როგორც ბულვარული მედია იუწყება, შესაძლებელია ხორვატ მოდელს რომელიმე ფეხბურთელი ჰყავს გულში ჩავარდნილი და არ ამხელს.
მიუხედავად იმისა, რომ მონიკა ჯაკისიჩი მსოფლიოში ცნობილ ტოპ-მოდელთა შორის ჯერჯერობით არ ფიგურირებს, მისი სახელი სამოდელო ბიზნესში მაინც საკმაოდ ბევრმა იცის. ამას გარდა, მონიკა რასაკვირველია არ კარგავს დროს და ნიფხვისა და ლიფისამარა ფოტოებსაც ბლომად იღებს. ვითომ რატომ არ უნდა გადაიღოს? ტანი არ უვარგა, შეხედულება თუ იმიჯი?...