თამაშგარე

10:34 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი - პარიზელ ქალთა სიმპათია

პარიზი – ქალაქი სადაც მოდურობა და თანამედროვეობა ყოველთვის ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. პარიზი – ქალაქი სადაც, მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული არაერთი ქალთა კერპი მამაკაცი ცხოვრობდა და დღესაც მიდი-მოდის. პარიზი – უცნაურობების ქალაქი.

აბა განა უცნაური არაა, რომ ერთ-ერთმა ფრანგულმა ჟურნალმა, მრავალი მომხიბვლელი მამაკაცის მხილველ პარიზელ ლამაზმანთა ყველაზე სასურველ კაცთა შორის, არც მეტი არც ნაკლები, პსჟ-სა და შვედეთის ნაკრების ახმახი შემტევი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასახელა.

როგორც აღმოჩნდა, ზლატანი მხოლოდ მწვანე მინდორზე არ ყოფილა მრავლისშემძლე და იგი პარიზელ ქალბატონებს შორისაც ერთობ პოპულარული მამაკაცი ყოფილა. რთული სათქმელია, გარეგნულად რით მოხიბლა ზლატანმა ფრანგი ქალბატონები, მაგრამ სიყვარულსა და ქალებს რას გაუგებ ჩემო ბატონო...

2.241639