ფეხბურთი

17:00 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ “რუბინს” გაუტანა

ყაზანის “რუბინი”, რომელშიც ქართველი მცველები სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე გამოდიან, თურქულ შეკრებაზე კახა მახარაძის ტაშკენტის “ფახთაქორს” დაუზავდა – 2:2.

კვირკველიამ სრულად ითამაშა, ხოლო კობახიძე თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. ნახევარმცველმა მახარაძემ უზბეკებს შეუცვლელად უკაპიტნა და 24-ე წუთზე, როდესაც რუსული კლუბი 1:0 იგებდა, ანგარიში გაათანაბრა.

ყაზანელი ფეხბურთელები მეორე ტაიმშიც დაწინაურდნენ, მაგრამ ტაშკენტელებმა საპასუხო გოლი კვლავ გაიტანეს.

0.112633