კალათბურთი

11:50 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონმა” “ფინიქსში” იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 5 მატჩი გაიმართა.

“ჩიკაგომ” შინ “საკრამენტოს” 104:86 მოუგო. “ხარებმა” პირველი სამი პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და მეოთხე პერიოდი ფორმალობადღა იქცა. მატჩში პო გასოლი 26 ქულით და 16 მოხსნით გამოირჩა. როგორც ESPN იუწყება, ჯიმი ბატლერმა აღნიშნულ მატჩში მხარი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზული ტრავმა მიიღო “ჩიკაგოს” ლიდერმა.

“ფინიქსი” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონთან” 118:127 დამარცხდა. ტეხასელთა რიგებში ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. “ბაბუაწვერამ” გუნდს 40 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი შესძინა. ჰარდენი სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მთავარი პრედენდენტია. მიმდინარე სეზონში ჯეიმსი საშუალოდ 27.7 ქულას, 5.7 მოხსნას და 6.8 პასს აგროვებს. “ჰიუსტონი” 34 მოგებით და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “”დეტროიტ პისტონსი” 78:106 (27:26, 19:18, 14:29, 18:23)

“შარლოტი”: ჰენდერსონი (17 ქ.), ჰაირსტონი (16 ქ.), ჯეფერსონი (13 ქ. 10 მ.), ტეილორი (12 ქ.), ზელერი (8 ქ.), რობერტსი (3 ქ), უილიამსი (3 ქ.)

“დეტროიტი”: მონრო (23 ქ. 12 მ.), აუგუსტინი (18 ქ. 5 პ.), მიქსი (18 ქ.), ტილივერი (16 ქ.), დრამონდი (14 ქ. 9 მ.), სინგლერი (8 ქ.), კალდველ-პოპე (5 ქ.), დატომე (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=7-Q8DvwJ8uo

“ჩიკაგო ბულზი” – “საკრამენტო კინგზი” 104:86 (30:26, 27:23, 27:15, 10:22)

“ჩიკაგო”: გასოლი (26 ქ. 16 მ.), სნელი (24 ქ.), როუზი (23 ქ.), გიბსონი (9 ქ.), დანლივი (5 ქ.), ბატლერი (5 ქ.), ბრუქსი (4 ქ.), მიროტიჩი (3 ქ.), ნოა (2 ქ.)

“საკრამენტო”: გაი (24 ქ. 7 მ.), კაზინსი (15 ქ. 8 მ. 8 პ.), მაკლემორი (11 ქ.), ტომპსონი (7 ქ.), კასპი (6 ქ.), ლენდრი (6 ქ.), ევანსი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Fto61GjIp4s

“მემფის გრიზლი” – “ბრუკლინ ნეტსი” 95:86 (32:15, 20:25, 23:22, 20:24)

“მემფისი”: რენდოლფი (19 ქ. 8 მ.), ლი (15 ქ.), გასოლი (14 ქ. 11 მ.), უდრიხი (13 ქ.), ალენი (12 ქ.), გრინი (11 ქ.), კუფოსი (8 ქ.), კონლი (2 ქ.), კალატესი (1 ქ.)

“ბრუკლინი”: პლამლი (15 ქ. 14 მ.), ანდერსონი (15 ქ.), ჯეკი (12 ქ.), ლოპესი (12 ქ.), ჯონსონი (11 ქ. 8 მ.), უილიამსი (10 ქ.), ჯორდანი (6 ქ.), ბოგდანოვიჩი (3 ქ.), გარნეტი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=xv1mT5Pxj00

“ფინიქს სანსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 118:127 (23:41, 38:29, 28:18, 29:39)

“ფინიქსი”: ბლედსოუ (32 ქ.), გ. დრაგიჩი (20 ქ.), ტაკერი (17 ქ. 7 მ.), მარკიეფ მორისი (16 ქ.), ტომასი (14 ქ.), გრინი (7 ქ.), პლამლი (5 ქ.), მარკუს მორისი (3 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (40 ქ. 12 მ. 9 პ.), სმიტი (20 ქ.), ბევერლი (15 ქ.), ბრიუვერი (14 ქ.) მონტეიუნასი (12 ქ.), არიზა (10 ქ.), პაპანიკოლაუ (8 ქ.), ტერი (6 ქ.), დორსი (2 ქ. 6 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=njw3vXDbEZE

“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “დენვერ ნაგეტსი” 96:106 (29:24, 19:21, 23:26, 25:35)

“ლეიკერსი”: ბუზერი (21 ქ. 10 მ.), ელინგტონი (18 ქ.), ჯონსონი (12 ქ.), იანგი (12 ქ.), ლინი (7 ქ.), კლარკსონი (7 ქ. 7 პ.), კელი (6 ქ.), საკრე (4 ქ.)

“დენვერი”: ლოუსონი (32 ქ. 16 პ.), არტური (15 ქ.), ჩენდლერი (13 ქ.), ჰიკსონი (13 ქ.), ნურკიჩი (6 ქ.), აფლალო (6 ქ.), გალიანარი (4 ქ.), მაკგი (3 ქ.), ფარიდი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=lrnhLNiWSG4

0.105923