“მომიყვანე კაცო ცოლად თუ მოგყავარ. აკი მპირდებოდი, ცოლადაც მოგიყვან და ბიგ ბენსაც და უინძორების სასახლესაც შენ გაჩუქებო. რათ მატყუებ, რათა?” – ხშირად ეუბნება ხოლმე, უელსელ ფეხბურთელს, გარეთ ბეილს თავისი გულისსწორი, ემა ჯონსი, მაგრამ ბეილი მის ნათქვამს არ უსმენს.
მიუხედავად იმისა, რომ გარეთსა და ემას უკვე ჰყავთ საერთო შვილი და შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ცოლ-ქმარნიც არიან, მადრიდის ”რეალში” მოთამაშე ინგლისელ ვარსკვლავს ცოლის ოფიციალურად მოყვანა არაფრის დიდებით არ სურს და ეს ემაზე ძალზე დამთრგუნველად მოქმედებს.
ემა ჯონსი პირველ რიგში იმიტომაა განაწყენებული, რომ ვერ ისრულებს ალბათ ყველა ქალისათვის დიად ოცნებას და ვერ იცმევს ასე ნანატრ საქორწინო კაბას. ამას გარდა, ბეილის სატრფოს ისიც სწყინს, რომ გარეთი ბოლომდე არ ენდობა და მასთან ცოლ-ქმრული ხელშეკრულების ხელის მოწერას ერიდება. დაშორების შემთხვევაში ქონების თანაბრად გაყოფა არ უნდა და იმიტომ!