თამაშგარე

1:11 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატი ლამაზმანის ვნებანი

წარსულში ფეხბურთელმა, ახლა კი უკვე ხორვატმა მოდელმა, ტიანა ნემჩიჩმა თავის სამშობლოში განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიხვეჭა, როდესაც სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მისი ბავშვობის ოცნება იყო ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად ქცეულიყო და იგი მზადაა, ხორვატიის ნაკრების ყველა გამარჯვება სათანადოდ აღნიშნოს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს “სათანადოდ აღნიშვნა”, ალბათ არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ტიანა ნემჩიჩს თამამი ფოტოების გადაღება და ნიფხვისამარა ტანტალი ისედაც უყვარს და ახლა, როდესაც ამის საჭიროება იქნება, ვითომ რატომ არ იზამს ამ საქმეს?

ტიანა ნემჩიჩი ამბობს, რომ გასულ წელს, ბრაზილიაში გამართული მუნდიალის დროს, მან ხორვატიის ნაკრების მობურთალებს სათითაოდ დაურეკა და ყველა მათგანი გაამხნევა. წარმატების შემთხვევაში კი მათ “სხვა რამეებსაც” დაპირდა. ასე რომ, ამ ასულის შემხედვარეებს, ისღა დაგვრჩენი, ხორვატიის ნაკრებს წარმატებები ვუსურვოთ.

0.122411