ჩოგბურთი

21:53 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიში ინდიან უელსსა და მაიამიში ითამაშებს

რეიტინგის ექსმეშვიდე ნომერი, ამერიკელი მარდი ფიში კორტს წელიწადნახევრიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა. 33 წლის ფიშმა თავის მწვრთნელ მარკ ნოუელზთან წყვილში ჯეიმს ჩერეტანისა და ჯეიმს კლასკის დუეტს 6:4, 7:5 მოუგო.

მარტში მარდი ფიში ჩოგბურთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგამოფენო მატჩში კლასიფიკაციის ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, შემდეგ კი ინდიან უელსსა და მაიამიში გასამართ “მასტერზ1000”-ის ტურნირების ერთეულთა თანრიგის ტურნირებში იასპარეზებს.

0.136781