3 თებერვალს, ლეგენდარულ ბორის პაიჭაძეს 100 წელი უსრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო ღონისძიებები დაგეგმა. ამ დღის აღნიშვნა რუსთავში, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის მშენებარე კომპლექსთან დაიწყება.
13:00 – რუსთავი, სფფ-ის საფეხბურთო აკადემია - მემორიალური დაფის გახსნა. აკადემიისთვის ბორის პაიჭაძის სახელის მინიჭება.
ღონისძიებას დაესწრებიან ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელები, სფფ-ის ხელმძღვანელები, ქალაქ რუსთავის მერი.
16:00 – მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“. პუბლიცისტ დემიკო ლოლაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია და ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას დაესწრებიან ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები, სფფ-ის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
სფფ-ის პრესსამსახური