ტურინის “იუვენტუსმა” ნიჭიერი იტალიელი ცენტრალური მცველი დანიელე რუგანი შეიძინა. ფეხბურთელი აქამდე სანახევროდ “ემპოლის” ეკუთვნოდა, თუმცა მისი ტრანსფერის დანარჩენი ნაწილი “ბიანკონერიმ” 3.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
დანიელე რუგანიმ “იუვესთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ტურინში 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 20 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს “ემპოლიში” ჩაამთავრებს, ხოლო “იუვენტუს სთედიუმზე” ზაფხულიდან გადაბარგდება.
რუგანის სერია A-ში 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორი გოლის გატანაც შეძლო. იგი აპენინზე ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში კი მას 5-ჯერ უთამაშია და მეტოქეები იქაც ორჯერ დაამწუხრა. გარდა ამისა, რუგანი ანტონიო კონტეს ეროვნულ ნაკრებშიც ჰყავდა გამოძახებული.