ინგლისელი ყოფილი სიმაღლეზე მხტომელი ნიკოლ ნილი, დიდი ხანი არაა რაც ფოტომოდელი გახდა და სიმაღლეზე ხტომა ამჯერად სპორტული დარბაზების გარეთაც მოუწევს. ნიკოლის ეს არაორდინალური გადაწყვეტილება მისმა აგენტმა განაპირობა, რომელმაც სპორტსმენი დიდ ფინანსურ მოგებას დაახარბა.
კაცმა რომ თქვას ნიკოლს სპორტში განსაკუთრებულად დიდი წარმატებები ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ ერთი შეხედვით საამისო პირიც არ უჩანდა, რომ ეროტიკულ ფოტოსესიებში მიიღებდა მონაწილეობას და სრულიად დიდი ბრიტანეთის სპორტულ სულსა და გულს სულ სხვა კუთხით გვაჩვენებდა.
ინგლისური ბულვარული მედია წერს, რომ ნიკოლი ეროტიკულ ფილმში მონაწილეობაზეც დათანხმებულა და ისიც კი უთქვამს, აგერ ნახეთ ამ საქმეში თავს ისე გამოვიჩენ - მსოფლიო ლეგენდა გავხდებიო. ლეგენდისა რა გითხრათ და სიმაღლეზე ხტომა მაინც რომ მოუწევს - ფაქტია...