იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” გვამცნობს, რომ 32 წლის იტალიელი თავდამსხმელის ანტონიო კასანოს აგენტი ბეპე ბოცო და მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ერთმანეთს ორშაბათს შეხვდებიან. მილანელებს ვეტერანი შემტევის ხელში ჩაგდება ხელმეორედ სურთ.
ანტონიო კასანომ რამდენიმე დღის წინ “პარმასთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. მისი სახელი მშობლიურ “ბარისა” და რამდენიმე თურქულ გუნდსაც და დაუკავშირეს.
კასანო “ინტერის” ღირსებას 2012-2013 წლებში იცავდა და იტალიის ჩემპიონატში 28 მატჩში 8 გოლიც გაიტანა.