იტალიური გამოცემის “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი “იუვენტუსი” “ემპოლის” ახალგაზრდა მცველის დანიელე რუგანის სატრანსფერო უფლებებს სრულად გამოისყიდის.
ტურინელები ტოსკანელებს 3 მილიონ ევროს გადაუხდიან, თუმცა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “ემპოლიში” დარჩება.
დანიელე რუგანი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. 20 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლიც გაიტანა.