ფეხბურთი

13:38 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილმა ხელი დაიზიანა

ოფი-ს შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში “პანთრაკიკოსთან” მოედანი ნაადრევად ხელის ტრავმის მიზეზით დატოვა.

ის ხელის კუნთმა ძალიან შეაწუხა და ამიტომ, პირველი ტაიმის 36-ე წუთზე შეცვალეს. ინტერნეტპორტალ gentikoule.gr-ის ინფორმაციით, ექიმების პირველადი დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ მერებაშვილს კუნთი დაეჭიმა. თუმცა, დაზიანების საბოლოო სიმძიმის გასარკვევად მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარება დასჭირდება. უახლოეს ხანში გაირკვევა მერებაშვილი კვირას “ატრომიტოსთან” გასამართ მატჩში ითამაშებს თუ არა.

0.124584