რომის “ლაციომ” იტალიის თასის მეოთხედფინაურ დაპირისპირებაში “მილანი” სტუმრად 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კი “როსონერიმ” განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ფილიპო ინძაგი დაკავებულ თანამდებობაზე კვლავ დარჩება.
ბოლო დღეებში იტალიური მედია იუწყებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ “მილანი” თასზე “ლაციოსთან” წააგებდა, ინძაგის გუნდიდან წასვლა მოუწევდა. თუმცა, როგორც ირკვევა, “მილანის” პრეზიდენტ სილიო ბერლუსკონის და ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ინძაგის პოსტზე დატოვება გადაწყდა.
“მილანმა” ბოლო 6 შეხვედრიდან 4 წააგო და თითო-თითო მოგება და ფრე აქვს. გუნდი იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე 26 ქულით იმყოფება და როგორც ევროთასების, ასევე გასავარდნ ზონასთან 8 ქულა აშორებს.