ლისაბონის “სპორტინგის” აწ უკვე ყოფილი მცველი მაურისიო დოს სანტოსი კარიერას “ლაციოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია რომაული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
26 წლის ბრაზილიელმა მცველმა “ლაციოსთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა.
“ბავშვობიდან ვოცნებობდი იტალიის ჩემპიონატში მეთამაშა და მინდოდა “ლაციოში” მოვხვედრილიყავი. დიდი პატივია, ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც არიან: ფელიპე ანდერსონი, მიროსლავ კლოზე და სტეფანო მაური. საყრდენი მცველი ვარ, მაგრამ შემიძლია, როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრში ვითამაშო.” – განაცხადა მაურისიომ წარდგენის შემდეგ.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა პორტუგალიური გუნდის მაისურით 21 მატჩი ჩაატარა.