ფეხბურთი

15:07 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძეს კლუბის შეცვლას კიდევ ერთი ექსსპარტაკელი ურჩევს

მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილი ფეხბურთელის ვალერი შმაროვის აზრით, ჯანო ანანიძემ პროგრესი რომ გააგრძელოს, კლუბი უნდა გამოიცვალოს.

ინტერნეტპორტალ championat-rostov.ru-სთან შმაროვმა შემდეგი განაცხადა:

“ჯანომ დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომელთა გამო კლუბი უნდა გამოიცვალოს და პირველი მათგანი სათამაშო პრაქტიკის არქონაა”.

საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევ ნახევარმცველს შმაროვამდე, კლუბის შეცვლა სხვა ექსპარტაკელებმაც ვაგიზ ხიდიატულინმა, იური გავრილოვმა და ვალერი კეჩინოვმაც ურჩიეს.

0.115734