თამაშგარე

10:29 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარია ყვანჯით და უყვანჯოდ

არავინ დავობს, რომ გოლფი ამერიკელების საქმეა და აკი მსოფლიოში საუკეთესო მეგოლფეებიც სწორედ ამერიკელებს დაუდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ გოლფის თამაში ჩვენს მრავალტანჯულ კონტინენტზეც დაიწყეს და რუსეთშიც კი გამოჩნდნენ ცნობილი და პოპულარული მეგოლფე ქალები.

რუსი მეგოლფე ქალბატონი, მარია ვერჩინოვა არამხოლოდ მარჯვედ იქნევს ყვანჯს, იმითაც გამოიჩინა თავი, რომ მზადაა ხელის ერთი და მარტივი მოძრაობით განიძარცვოს სამოსელი მისი და ამ ამბავში მას დათა თუთაშხიასეული კიკუსავით ბევრი ხვეწნა-მუდარა სულაც არ სჭირდება.

რუსეთში მარიას ”ოქროს გოგოსაც” უწოდებენ, რაც მისი ტიტულმრავლობით აიხსნება, მაგრამ ვერაფერს მოვუხერხებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და ევროპაში გოლფი დიდად არავის ანაღვლებს. ასეთი მშვენიერი ასულის თამამი ფოტოები კი ახარებს სულსა და გულს...

0.149327