“რეალის” ფრანგმა შემტევმა ქარიმ ბენზემამ “ხეტაფესთან” (3:0) მოგებული მატჩის შემდგომ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა.
“კოპა დელ რეიზე” “ატლეტიკოსთან” წაგების შემდეგ იძულებულები ვიყავით გაგვემარჯვა. პირველ ტაიმში ბევრი ვეცადეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. “ხეტაფეც” კარგად იცავდა თავს. პირველი გოლის ეპიზოდში, რონალდო კარის წინ ხელსაყრელ პოზიციაზე შევნიშნე და პასი გავუკეთე. რონალდუსთან ერთობლივი თამაშით ბედნიერი ვარ, პორტუგალიელი ხომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. “რეალი” ესპანეთის უძლიერესი კლუბია. ამას თავისი სირთულეებიც აქვს, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ყრუ დაცვით ფეხბურთს თამაშობენ”, - ბენზემას სიტყვებს Football Espana ციტირებს.