ევროლიგის ტოპ 16-ის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე ცსკა-ს ფრანგი გამთამაშებელი ნანდო დე კოლო გახდა. ცსკა-მ თურქეთში “ეფესი” 78:69 დაამარცხა.
ნანდო დე კოლომ გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი შესძინა. ფრანგმა 10-დამ 5 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან ვერც ერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა და 13 საჯარიმო სროლიდან 12 მოათავსა კალათში. დე კოლოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 უწია.
ვიდეო: დე კოლოს მომენტები