მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი და გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდარული მოთამაშე კარლ-ჰაინც რუმენიგე ფილიპ ლამის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გერმანელმა მცველმა დააანონსა, რომ კარიერას 2018 წლის ზაფხულში დაასრულებს.
“ცოტათი უცნაურად მეჩვენება, როდესაც ფეხბურთელი კარიერის დასრულებას სამ-ნახევარი წლით ადრე წყვეტს. თუმცა ფილიპ ლამი წინასწარ განსაზღვრავს ხოლმე და ვფიქრობ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა. 2014 წელს მან სანაკრებო კარიერის დასრულებით უკვე გაგვაოცა.” – განუცხადა “ბილდს” რუმენიგემ.
როგორც ლამმა განაცხადა, იგი საფეხბურთო კარიერას 2018 წელს დაასრულებს და არ აპირებს მანამდე რომელიმე სხვა კლუბში გადავიდეს. მსოფლიო ჩემპიონს აგრეთვე სურს გულშემატკივრებს ფორმის პიკზე დაემშვიდობოს. “ბაიერნის” მაისურით დღემდე ჩატარებულ 416 შეხვედრაში ლამმა თავი 13 გოლით გამოიჩინა.