ბირმინგემის “ასტონ ვილას” “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა შემტევის ადნან იანუზაის იჯარით აყვანა სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი.
ბირმინგემული კლუბის დამრიგებელს პოლ ლამბერტს ბელგიელი ვინგერის სეზონის ბოლომდე დამატება უნდა. იანუზაის “იუნაიტედში” თამაში იშვიათად უწევს და აღნიშნული ვარიანტი, მისთვის ურიგო არ უნდა იყოს. “ასტონ ვილას” გარდა, ადნანით რამდენიმე კლუბი ინტერესდება.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა 12 შეხვედრა ჩაატარა.