ფეხბურთი

20:58 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” კიდევ ერთი ეგვიპტელი დაიმატა

 

პარასკევს, ზუგდიდელთა ბანაკში კიდევ ერთი ეგვიპტელი ფეხბურთელი გამოჩნდა - 31 წლის ჯამალ ჰამზა, ქაიროში 1981 წლის 5 დეკემბერს  დაიბადა  და მისი  საფეხბურთო კარიერა, ს.კ. „ზამელექიდან“ იწყება. ის  ამპლუით თავდამსხმელია  და მისი სიმაღლე 174 სმ. გახლავთ, ხოლო მთლიანობაში ჯამალ ამზას საფეხბურთო კარიერა ასეთია: “ზამელექი” (2000-2008), „მაინცი (2008-2009), „ელგუნა“ (2010-2011), „ალსინა“(2012-2013).

ჯამალ ჰამზამ ეგვპიტის ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა და 5 გატანილი გოლით გამოირჩა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა კობა წიტაიშვილმა ახალწვეულზე შემდეგი განაცხადა:

კობა წიტაიშვილი (მწვრთნელი): „ეგვპიტელი ახალწვეულიც ამირ მეგაჰედის მსგავსად ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების შემდეგ უგუნდოდ დარჩა (ომის გამო ეგვპიტეში ჩეპიონატი ჩაიშალა). ვინაიდან ჩვენ წინა ხაზზე ფაქტობრივად, ყოველ თამაშში ერთი თავდამსხმელით  ვთამაშობთ, ახალი ფორვარდის და თან გამოცდილის დამატება, ზუგდიდს სასიკეთოდ წაადგება. ძალიან მეიმედება ორივე ლეგიონერის.” ჯამალ ჰამზა, რომელიც შესაძლოა 5-ე ტურის მატჩში თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ვიხილოთ,  პირველ ვარჯიშს გუნდთან ერთად შაბათს გამართავს. შეგახსენებთ, რომ „ზუგდიდი“  ოთხი დღეა „ბაიას“ ბაზაზე ემზადება.

სკ “ზუგდიდის” პრესსამსახური


0.11598