ლუგანსკის “ზორიამ”, სადაც ჯაბა ლიპარტია გამოდის, უკრაინის პრემიერლიგის სტარტზე სიმფეროპოლის “ტავრია” სტუმრად 2:0 დაამარცხა.
თუმცა, ქართველ ფეხბურთელს გუნდის წარმატებაში მონაწილეობა არ მიუღია და “ზორიას” გაამრჯვებას თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. ლუგანსკელთა 18-კაციან განაცხადში გიული მანჯგალაძე არ იყო.
ფამაგუსტის ”ანორთოსისმა”, სადაც შოთა გრიგალაშვილი ირჯება, ამხანაგურ მატჩში “აპოლონთან” 0:5 წააგო. ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია.